მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - (macroeconomic indicators), მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) სისტემა, რომელიც გამოიყენება ქვეყნის მთელი ეკონომიკის, მსხვილმასშტაბური ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების შესასწავლად. მასში შედის:

  1. ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები (მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, ეროვნული შემოსავალი ეკონომიკის მთლიანი მოგება, ეკონომიკის წმინდა მოგება, მთლიანი ეროვნულ დანაზოგი, წმინდა ეროვნული დანაზოგი და ა.შ.);
  2. ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის ინდიკატორები (რესურსებით ქვეყნის უზრუნველყოფის დონე და ხარისხი, არაკვლავწარმოებადი ბუნებრივი რესურსების უპირატეს გამოყენებაზე გადასვლის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დონე და ხარისხი და ა.შ.);
  3. ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარების დონეზე დამოკიდებული ინდიკატორები (ინფლაციის დონე და ტემპი, უმუშევრობის ნორმა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის დონე, სავალუტო რეზერვის ოდენობა, ჯინის კოეფიციენტი (ანუ შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის ხარისხი), საკუთრების პლურალიზმის ხარისხი, ფარული ეკონომიკის მასშტაბები, სახელმწიფო ვალის ოდენობა და ა.შ.).


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები