მაისის წითელი ბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაისის წითელი ბალი

მაისის წითელი ბალი - (Cuigne précoce de Mai); სინონიმები: მაისის საადრეო, კიკვაძის ბალი (იმერეთი).

ძველი ევროპული ჯიშია. ფართოდ გავრცელებულია ევროპაში, როგორც საუკეთესო ადრეულა ჯიში.

საქართველოს რაიონებში დიდი კუთრი წონა აქვს ბლის სხვა ჯიშებს შორის. მაისის საადრეო გავრცელებულია ქუთაისისა და სამტრედიის რაიონებში კიკვიძის ბალის სახელწოდებით.

მწიფდება მაისის პირველ რიცხვებში. მაისის საადრეო გავრცელებულია თბილისის რაიონშიაც და შემოდის მაისის ბოლო რიცხვებში.

ნაყოფი საკმაოდ კარგად იტანს ტრანსპორტს.

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მაღალი შენების და საკმაოდ განიერ ვარჯს. ყვავილობა ადრეული ახასიათებს, ჯიში თვითსტერილია; მის საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშად ითვლება თათრული შავი და რამონ ოლივა.

ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალო–გულისებრი ფორმის. ნაყოფის კანი მოშავო-მოწითალო ფერისაა, თხელი, მაგრამ მკვრივი. ნაყოფის ხორცი მუქი ფერისაა, რბილი, ნაზი, წვნიანი, ნაკლებად ტკბილი, მცირე მჟავეობით. კურკა საშუალო ზომისაა.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები