თათრული შავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თათრული შავი

თათრული შავი - (Black Tartarian) სინონიმი: ყირიმული შავი.

ბლის ჯიში ყირიმული შავი ძველიდანვე გავრცელებულია ყირიმში. ცნობილია როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. საქართველოს რაიონებში ფართოდაა გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში თათრული შავი ცნობილია კვერნაძის სახელწოდებით.

ამ ჯიშის დადებით თვისებებს შეადგენს: უხვი მოსავლიანობა, კარგი გემოს ნაყოფი, კარგად იტანს შორეულ ტრანსპორტს.

ნაყოფი მწიფდება ივნისის შუა რიცხვებში, ასე რომ თათრული შავი საშუალო პერიოდის სიმწიფის ბლის ჯიშად ითვლება.

ხე ძლიერი ზრდისაა, მაღალი ვიწრო პირამიდული შენების ვარჯით. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, ფოთლის ყუნწზე ორი წითელი ჯირკვლით. ადრე ყვავილობს. ჯიში თვითსტერილია; კარგად ნაყოფიერდება რამონ ოლივას მტვრით.

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა ან მსხვილი მომრგვალო–გულისებური ფორმის. ნაყოფის კანი თხელია, მაგრამ მკვრივი, მუქი მოშავო–წითელი ფერის; კანზე ემჩნევა თეთრი წინწკლები. მჟავეობით, წვნიანი. შემოუსვლელ ნაყოფს სიმწარე დაჰკრავს. ნაყოფის წვენი მუქადაა შეღებილი. კურკა საშუალო ზომისაა, ნახევრად თავისუფალი.კარგი სუფრის ჯიშია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები