მაზარლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაზარლა (ბალყ.-ყარაჩ. Мазарла) – დიდ ყარაჩში არსებული წმ. საფლავები (суаб къабырла/сыйлы), რომელთა შორის განსაკუთრებული კულტის ობიექტი იყო მიწისქვეშა აკლდამები, ე. წ. ჯურთ ყაბირლა (Джурт къабырла) და ჯურთ შიჲაქილა (Джурт шиякила), ყუბანის ხეობაში განმარტოებით არსებული საფლავი (Сууаб къабыр). ძალზე სათაყვანებლი იყო თებერდის ხეობაში მდებარე აბდულახ-შეიხისა და შაქაჲ-ულუს (ბოთა-შევის) საფლავები. აღნიშნულ საფლავებთან სხვადასხვა მიზეზით მისულ მთხოვნელებს (ყარაჩების, ბალყარებისა და მეზობელ ხალხების წარმომადგენლებს) შესაწირის სახით თან ღვეზელები (бёрекле, хычынла), ტკბილეული, მოხარშული ხორცი და სხვ. მიქონდათ. ასეთ საფლავებს ხშირად სტუმრობდნენ უნაყოფო ქალები, რომლებიც მათ სამჯერ ლოცვით შემოუვლიდნენ და დედობის მფარველ უმაჲ-ანასა („უმაჲ“) და შვილიერების მომნიჭებელ ბაჲრიმ-ბიიჩეს („ბაჲრიმი“) ბავშვის მოცემას შეთხოვდნენ; საფლავზე აღებულ ერთ მუჭა მიწას ან ქვის ნატეხს კი თილისმად იყენებდნენ.

გარდა წმ. საფლავებისა, ყარაჩები და ბალყარები საკრალური სივრცედ, საკულტო ობიექტებად კორომებს (дарийгъын-чымиртла), ხეებს (иман терекле), ხეთა ჯგუფებს (суаб терекле), წყაროებს (шийих суула) მოიაზრებდნენ.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
  • Шаманов И. М. Обряды, связанные с рождением и воспитанием ребенка // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები