მაგნიუმის შენადნობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაგნიუმის შენადნობები – სამსხმელო და დეფორმირებადი შენადნობები, რომლის საფუძველია მაგნიუმი – ალუმინის, თუთიის, მანგანუმის, ცირკონიუმისა და სხვა მეტალების დანამატებით. სიმკვრივე – 1760-1810 კგ/მ3. გამოირჩევა მაღალი მექანიკური თვისებებით, ადვილი დასამუშავებელია. გამოიყენება მშენებლობაში, ავიაციაში, სარაკეტო ტექნიკაში, საავტომობილო მრეწველობაში, სხვადასხვა აპარატურის დასამზადებლად და ა.შ.