ლღენ-ი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლღენ–ი

ლღენ-ი (სვან.) - სპილენძის დიდი ზომის ქვაბი, სამსხვერპლო საკლავის მოსახარში.

ლღენ-ის საუკეთესო ნიმუში დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. იგი სპილენძის 52 ფურცლისაგან შეკერილი უზარმაზარი ქვაბია. ფირფიტები, ფურცლები ერთმანეთზე მირჩილულია და გადაკერებულ–დამაგრებულია სპილენძის დიდი ზომის „მანჭვლებით“, იგივე „კოპებით“, ანუ „ფოლაქებით“, რომლებიც სიმეტრიულად არის განლაგებული ქვაბის ზედაპირზე. მისი ზომებია: სიმაღლე - 128 სმ; გარშემოწერილობა - 3 მეტრი; პირის დიამეტრი - 90 სმ; იწონის - 100 კგ-მდე.

ლღენი თემის საკუთრებას წარმოადგენდა, მას ეკლესიის მინაშენში („ლადბაშ“) ინახავდნენ. სათემო დღესასწაულის „ბაცხ“-ის დროს ლღენში ხარშავდნენ მიცვალებულის სულის მოსახსენებლად განკუთვნილ საკლავს. ეტეოდა ერთი დიდი ხარი ან რამდენიმე ძროხა.




ლიტერატურა

  • ვ. ბარდაველიძე, სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, I, ახალწლის ციკლი, 1939.
  • მ. ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1961.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები