ლუვერსი - (ჰოლ. leures) მრგვალი ნახვრეტი იალქანზე, ტენტზე, შალითაზე, ფარდასა და ა.შ. სართავის გასატარებლად. გაგლეჯის თავიდან ასაცილებლად ლუვერსი ამოახვევენ თოკით ან ძაფით. ლუვერსის მეშვეობით ფარდას ამაგრებენ კარნიზთან.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი