ლომინაძე რევაზ
რევაზ ლომინაძე − (Revaz Lominadze), ქართველი დიპლომატი, 2016-2020 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში, 2020-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში – აკრედიტებული ლიხტენშტაინის სამთავროში.
დაიბადა 10 დეკემბერი, 1972 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1990-1995 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ძველი ბერძნულისა და ლათინურის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება:
1995-1996 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ატაშე;
1996-1999 − საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის მრჩეველი, უფროსი მრჩეველი, უფროსის მოადგილე;
1999-2003 − უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2003-2004 − საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი;
2004-2009 − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2009-2010 − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;
2011-2014 − პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული;
2014-2016 − კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ფლობს: ინგლისურ, გერმანულ, პორტუგალიურ, რუსულ, ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.