ლეპიდოტონპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეპიდოტონპოლისი – ქალაქი ზემო ეგვიპტეში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, ძველი ტინისის მიდამოებში, თანამედროვე სოფელ მეშეხის ადგილას. შემორჩენილია რამსეს II-ის ტაძრის ნანგრევები, მიძღვნილი ონურისის და მისი მეუღლის მეხიტისადმი, რომელთა კულტები, როგორც ჩანს, მახლობელი ტინისიდან გავრცელდა. ორივე ლომის თავით გამოისახებოდა. ლეპიდოტოსი (ნილოსის კობრი, Cyprinus lepidotos), რომელმაც ქალაქს ბერძნული სახელი მისცა, მეხიტის საკრალური თევზი იყო. თევზის ბრინჯაოს ფიგურები მრავლად იქნა ნაპოვნი ტაძრის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საისური პერიოდის ნაოსში. ეგვიპტელები აღმოსავლეთ ბეხდეტს ეძახდნენ.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები