ონურისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონურისი

ონურისი – ტინისის მებრძოლი ხასიათის მქონე ღვთაება, „გმირი მონადირე“ ანთროპომორფული იკონოგრაფიით. იყო ნადირობის მფარველი. მისი სახელი ნიშნავს „რომელმაც შორს მყოფი მოიყვანა“, რაც ერთგვარად ეხმიანება წარმოდგენას, რომ მან თავისი ცოლი, ლომის სახის მქონე მეხიტი, ნუბიიდან ჩამოიყვანა. მეხიტიც ასევე მებრძოლი ქალღმერთი იყო. ონურისის ერთ-ერთი სიმბოლო იყო ჰარპუნი, და ის ხშირად გამოისახებოდა, როგორც ჰარპუნით მონადირე. მათი ვაჟიშვილი იყო ინმუტეფი.

თუმცა ონურისი უკვე ძველი სამეფოდან არის დაფიქსირებული, ის განსაკუთრებით პოპულარული ახალი სამეფოდან ხდება. XVIII დინასტიიდან ონურისს მოიხსენიებენ, როგორც „ტინისის ბატონს, რომელიც თავისით წარმოიშვა“, ან როგორც „ღმერთების ღმერთს, ზეცის ბატონს, რომელიც ადამიანებს სინათლეს აძლევს“. ამგვარად, ონურისმა სოლარული ღმერთის თვისებებიც მოიხვეჭა, მაგრამ მებრძოლი ღმერთის თვისებები არ დაუკარგავს. ის არის „სისხლისღვრის გმირი“, რომელსაც ბრძოლა სიხარულს ანიჭებს. მებრძოლი ბუნებიდან გამომდინარე, ონურისი დაუკავშირდა მითს მზის თვალის დაბრუნების შესახებ, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია მისი გაიგივება შუსთან (ონურის-შუს სახით), მეხიტი, შესაბამისად, ტეფნუტთან გააიგივეს. ონურისს და მეხიტს ეთაყვანებოდნენ ასევე ქვემოეგვიპტურ სებენიტოსში, როგორც მთავარ ღვთაებებს. ბერძნებმა ონურისი თავის ომის ღმერთთან, არესთან გააიგივეს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები