ლემზირ დულ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლემზირ დულ - (სვან.), სარიტუალო პური, ცხვებოდა აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს. ამ დღეს ოჯახში მხოლოდ ქალების ლოცვა სრულდებოდა. შესაწირ კვერებს „დულებს“ უწოდებდნენ. „რამდენი დული-ც ცხვებოდა ოჯახში, იმდენი შეჯგუფული ღეროები (ე.წ. „კვამბ“) ემატება ყანასო“ - ამბობდნენ სვანები. გამომცხვარ დულ-ებს კერიას უკანა ფეხთან სწირავდნენ ლამარიას სახელზე.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები