ლეკური (ცეკვა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლეკური - სწრაფი ტემპერამენტული ლეკური ხალხური ცეკვა ორწილად ზომაში (2/4, 6/8). ასრულებს სოლისტი მამაკაცი (ხშირად ხანჯლებით), აგრეთვე ქალისა და მამაკაცის წყვილი. ეს არის ცეკვა-შეჯიბრი მოხერხებულობაში, ოსტატობაში, გამძლეობაში. კავკასიის ხალხებს (ყაბარდოელები, ჩეჩნები, ქისტები, ოსები, ავარელები და სხვ.) აქვთ ლეკურის საკუთარი სახესხვაობანი.