ლატვია
ლატვია (Latvija – ლატვიის რესპუბლიკა) – სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე.
ფართობი – 64,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 2,2 მლნ. კაცი (2012), აქედან 55% – ლატვიელები, 33% – რუსები, ასევე, ბელორუსები, პოლონელები და სხვა.
ოფიციალური ენა – ლატვიური.
დედაქალაქი – ქ. რიგა.
ადმინისტრაციულად იყოფა 8 ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – სეიმი (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მინისტრთა კაბინეტი.
თანამედროვე ლატვია გამოვიდა სსრ კავშირიდან და გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1991 წლის 6 სექტემბერს. ლატვია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.
სარჩევი |
მრეწველობა
მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, მსუბუქი, კვების პროდუქტების წარმოება. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და რძის წარმოება.
საზღვაო პორტები
საზღვაო პორტებია: რიგა, ვენტსპილსი, ლიეპაია.
საერთაშორისო აეროპორტი
საერთაშორისო აეროპორტია რიგა.
შეიარაღებული ძალები
ლატვია ნატოს წევრი ქვეყანაა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 5,7 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 1,9 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,32 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 0,58 ათ. გასამხედროებული ფორმირებაა ეროვნული გვარდია 2,9 ათ. კაცი. რეზერვი – 10,8 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.