ლამპარის კვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლამპარის კვერი - ბედის კვერზე მოზრდილი კვერი. აცხობდნენ ახალი წლის შესახვედრად. ერთი კვირა გაუტეხავს ინახავდნენ.
წყალკურთხევის წინა დღეს - ლამპარის კვერს საცერში ჩადებდნენ და აჰკიდებდნენ ბიჭს, რომელიც გარეთ დანთებულ ცეცხლს სამჯერ შემოუვლიდა ყვირილით: „საფუარი მფუანი, სახლი ბარაქიანი“. ამის შემდეგ ტყისკენ გაიხედავდა და იტყოდა - „ასეთი ყანა მოგვივიდესო“. შემდეგ სახლში კოჭლობით შევიდოდა, დაიჩოქებდა და დაიძახებდა: „მომეშველენით, კეთილმა წელმა წელი მომწყვიტაო“, მოვიდოდნენ, საცერს მოხსნიდნენ, ლამპარის კვერს დაჭრიდნენ და შეჭამდნენ“.
ლიტერატურა
ნ. თოფურია, ღვინის ზედაშეები, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XII-XIII, 1969, ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.