ლაზურიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაზურიტი

ლაზურიტი (ლილაქვა) − (ინგლ. lazurite < ლათ. lapis ქვა) – ალუმინის სილიკატის, ნატრიუმისა და კალციუმის ნაზავი, რომელსაც ღია ლურჯი, ცისფერი ან მწვანე-მოცისფრო ფერი დაკრავს. ლაზურიტის კრისტალები იშვიათად გვხვდება, უმეტესად მათი ზომა ბარდის მარცვალს არ აღემატება. მაღალი ხარისხის ლაზურიტი მოიპოვება ავღანეთში, სადაც განასხვავებენ ძვირფას (ინდიგო-ლურჯი ფერის), ნაკლებად ძვირფას (ცისფერ-ლურჯი) და იაფფასიან (მომწვანო-მოცისფრო) ლაზურიტს. აღმოსავლეთის ქვეყნებში ლაზურიტს „ცის ქვას” უწოდებდნენ. ლაზურიტი განასახიერებს ღმერთის კეთილგანწყობას, წარმატებას. ჩინელებისათვის ლაზურიტი – შვიდიდან ერთ-ერთი ძვირფასი ქვაა; ბერძნულ-რომაული ტრადიციებით კი აღნიშნავს სიყვარულს და არის აფროდიტას (ვენერას) ემბლემა; შუმერულ კულტურაში მას ფართოდ იყენებდნენ ტაძრებში, სადაც ზეციური კამარისა და მისი სარკალური ძალაუფლების სიმბოლო იყო.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები