ლავრისხევის ლავრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლავრისხევის ლავრა - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლავრისხევის სამხრეთით, 1-1,5 კმ-ზე, ტყიან ხეობაში. თარიღდება X ს. I ნახევრით.

აღწერილობა

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5X9 მ), ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით, გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX ს. ეკლესოა შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი; დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. რვაწახნაგა გუმბათი ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხედს ემყარება. გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპისმაგვარი კონსტრუქციის მეშვეობით. ყოველ წახნაგში და ოთხივე მკლავში თითო სარკმელია. გუმბათი გადახურულია შეკრული კამარით. მკლავების გრძივ კედლებში ამოყვანილია თაღები,რომლებსაც კონსტუქციული და დეკორატიული მნიშვნელობაც აქვთ. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები