კურანტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კურანტა - ფრანგული სამეფო კარის ცეკვა, XVI საუკუნესა და XVII საუკუნის პირველ ნახევარში; გავრცელებული იყო ევროპის მრავალ ქვეყანაში, XVI საუკუნის კურანტას მუსიკალური ზომა ორწილადი იყო, მოძრაობა დამახასიათებელი ნახტომებით, მოგვიანებით ზომა გახდა სამწილადი, ხოლო მოძრაობა–სრიალით. კურანტა როგორც მუსიკალური პიესა ძველებურ სიუიტაში შედიოდა.