კრიტა-იუგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრიტა-იუგა – ძველი ინდოელები კაცობრიობის ისტორიას ოთხ ხანად ჰყოფენ. პირველი ხანა იყო, „კრიტა-იუგა“ ანუ „ჭეშმარიტი ხანა“. ამ ხანაში ადამიანები ბედნიერად და უშრომელად ცხოვრობდნენ, არ იცოდნენ ზრუნვა, დარდი და სნეულებანი. ბუნება, კეთილი და უხვი დედამიწა თავისთავად, უშრომელად იძლეოდა ყველაფერს, რაც ადამიანის არსებობისათვის იყო საჭირო. ადამიანებისათვის მიწა ნამდვილად დედა-მიწა იყო. ადამიანებს არ სჩვეოდათ სიავე, ამპარტავნება, ცბიერება, თვალთმაქცობა, არ იცოდნენ, რა იყო შური, შიში, ეჭვი და სხვა მანკიერებანი. ისინი ბუნებით მართალნი, სამართლიანნი და კეთილშობილნი იყვნენ. არაფერი არღვევდა მათ კეთილ ზნეს და მყუდრო, მშვიდობიან ცხოვრებას. ამიტომაც ისინი ღმერთების გულის მოსაგებად არ საჭიროებდნენ მსხვერპლშეწირვას. ყველანი თანაბარნი იყვნენ, არ იყო მათ შორის გარჩევა ღირსების მიხედვით. ისინი ყველანი ბრაჰმანები იყვნენ. ქვეყანაზე სრულყოფილი, რიცხვ „ოთხით“ გამოხატული მადლი სუფევდა. მისი ხანგრძლივობა ოთხიათას ღვთიურ წელს შეადგენდა (ოთხი სრულ რიცხვად არის მიჩნეული). ამ ხანის სიმბოლოა ოთხ ფეხზე მყარად მდგარი ძროხა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები