კრიზისული რეაქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრიზისული რეაქცია, კრიზისული მდგომარება - (F43.0), (crisis reaction, crisis state), რეაქცია სიტუაციაზე, რომელიც უჩვეულოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს პიროვნების ფუნქციურ შესაძლებლობებს. ასეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მაშინ, როცა არსებობს ფიზიკური მთლიანობის ან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ოჯახის ორგანიზაციის ან სტატუსის ცვლილება, პიროვნების როლის ცვლილება იმ ადამიანთა ჯგუფში, რომელშიც იგი ცხოვრობს; ერის ან კულტურისადმი მიმართული საფრთხე. სტრესის ან მაპროვოცირებელი მოვლენის ინტენსივობა აღემატება ინდივიდის ადაპტაციურ შესაძლებლობებს.

ჩვეულებრივ, მსგავს მოვლენაზე პირველი რეაქცია არის ყურადღების შევიწროება, დაბნევა და შეგრძნება, რომ დაირღვა კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის შემდეგ, ჩვეულებრივ, აღინიშნება მიუღებლობისა და განსვლის რეაქციები, შესაძლოა გამოვლინდეს პანიკური მადეზორგანიზებელი ქცევა და ირგვლივმყოფებზე დამოკიდებულების განვითარება.

გამოსავალი შეიძლება იყოს სხვადასხვა: პრობლემის სწრაფი, სპონტანური გადალახვა, პრემორბიდული ფუნქციონირების დონეზე დაბრუნებიდან – პიროვნულ ზრდასა და რთული სიტუაციების დაძლევის უნარ-ჩვევებში დახელოვნებამდე, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება დაქვეითდეს შრომისუნარიანობა ან განვითარდეს ქრონიკული დაავადება, მაგ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.



იხილე აგრეთვე

სტრესული რეაქცია, მწვავე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები