კოჭიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოჭიო, კაჭიო, კოჩიო – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კოჭიოს თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1720-1760 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქის ჩრდილოეთით 24 კმ მანძილზე, ახალქალაქ-ტაბაწყურის საავტომობილო გზაზე. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 540, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. „კოჭიო”, „კოჩიო” ძველი ქართული სახელწოდების დამახინჯებული ფორმაა, რომელიც 1828-1829 წლების შემდეგ წარმოიშვა, რაც სამცხე-ჯავახეთშიდასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა. მანამდე სოფელს კაჭიო ერქვა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები