კოსმატესკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოსმატესკო − (იტალ. cosmatesco), მოზაიკური იატაკის სახეობა მარმარილოსა და სხვადასხვა ფერის ქვის ნატეხებისგან. ტიპური იყო შუასაუკუნეების იტალიისათვის. სახელი დაკავშირებულია XII-XIV საუკუნეებში ამ საქმით დაკავებული იტალიური ოჯახის კოსმატების სახელთან. ძირითადად, დაკავებული იყვნენ მდიდრული ვილების, სასახლეების, თერმებისა (აბანოების) ტაძრების ძვირფასი იატაკების მოწყობით.