კორხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კორხი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე არაკვის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1600-1680 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 9 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 923, რიცხობ რივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). სოფლის სიახლოვეს არის ეკლესია – სურფ გეორქი (წმინდა გიორგი), აგებული XIX საუკუნეში ძველი ეკლესიის ნანგრევებზე.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები