კორნელიუს ნეპოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კორნელიუს ნეპოსი (Cornelius nepos) – დაახლ. 100-24 ქრისტეს შობამდე, რომაელი ისტოროკოსი. ძირითადი ნაშრომი „სახელგანთქმული ადამიანების შესახებ“, რომელიც შეიცავს ცნობებს უცხო ქვეყნების მეფეების, მხედარმთავრების, ისტორიკოსების, პოეტების, ორატორების, გრამატიკოსების შესახებ, ასევე მილტიადეს, თემისტოკლეს, ალკიბიადეს, ჰამილკარის, ჰანიბალისა და სხვათა ბიოგრაფიებს.
წყარო
წმ. დიმიტრი როსტოველი, სენაკის მემატიანე (შენიშვნები)