კორდისკბილა (Euphrasia caucasica Juz.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორდისკბილა (Euphrasia caucasica Juz.)

კორდისკბილა (Euphrasia caucasica Juz.) - ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5-35 სმ. ღერო, ძირითადად, მარტივია, შებუსულია თეთრი ხუჭუჭა ბეწვით. ფოთლები კვერცხის ფორმისაა, შებუსულია. ღეროსეული ფოთლები 3-5-ფხიანი კბილით ხასიათდება. გვირგვინი მოთეთრო ფერისაა, მუქი იისფერი ზოლებით. ზედა ტუჩი მკრთალი იისფერია, ქვედა ტუჩს ყვითელი ლაქა აქვს. ყვ. ნაყ. VI-VIII იზრდება ღორღიან ფერდობებზე და ბუჩქნარებში, მთის შუა და ზედა სარტყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მთა ცივის მიდამოებში, თელავის მიდამოებში, სოფელ ომალოსთან. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები