კონფლიქტის მხარეების დაშორიშორების ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონფლიქტის მხარეების დაშორიშორების ზონა - დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებული ტერიტორიის (ადგილმდებარეობის) მონიშნული მონაკვეთი, რომლიდანაც მითითებულ რაიონებში გამოყვანილია კონფლიქტის მხარეების შეიარაღებული ფორმირებები. ამ რაიონების დაშორება გამორიცხავს კონფლიქტის რომელიმე მხარის მიერ სასროლი, საარტილერიო და სხვა შეიარაღების გამოყენებას.