კომპოზიტური ბამბუკის ფიცარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომპოზიტური ბამბუკის ფიცრები

კომპოზიტური ბამბუკის ფიცარი – ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მიიღება ბამბუკის დანაწევრებული ბოჭკოების (60%) შერევით მაღალი წნევის პოლიეთილენთან (30%) საღებავისა და სხვა სპეციალური დანამატებით. წარმოების პროცესში კომპოზიტურ ნარევს ამუშავებენ მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში და ამზადებენ პროფილს მოცემული მახასიათებლებით. ასეთი მასალა გამოირჩევა მაღალი მედეგობით ულტრაიისფერი სხივების, ატმოსფერული ზემოქმედების, ტენის, ლპობის, ბიომავნებლების მიმართ; არ საჭიროებს დამატებით დამცავ მასალებსა და გახეხვას. იწარმოება გერმანიაში. გამოდის ზომებით 21×140×2900 მმ. გამოიყენება ღია ცის ქვეშ ტერასების, ეზოების, ფანჩატურების, ბილიკების, სკვერებისა და მისთ. მოსაწყობად



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები