კომისარჟევსკაია ვერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერა კომისარჟევსკაია

ვერა კომისარჟევსკაია – (რუს. Вера Комиссарже́вская, 1864-1910), რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი.

გაიზარდა რუსი ოპერის მხატვრისა და მუსიკის მასწავლებლის ოჯახში. მისი დებიუტი სცენაზე შედგა 1891 წელს. მონაწილეობდა კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ დადგმულ სპექტაკლებში.

ვერა კომისარჟევსკაიამ თავიდანვე ყურადღება მიიპყრო როგორც ლირიკული განცდის მსახიობმა. გამოირჩეოდა დამაჯერებლობით და უშუალობით. ამასთანავე, ახასიათებდა მგზნებარება, მთრთოლვარება, ემოციური აღმაფრენა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა როლის ინტონაციურ დამუშავებას (თანამედროვეებმა მის ხმას უწოდეს „სტრადივარიუსის ვიოლინო“). საუკეთესო როლები შექმნა როგორც ალექსანდრინსკის, ისე საკუთარ, კომისარჟევსკაიას თეატრში. მან პირველმა იგრძნო ა. ჩეხოვის ნოვატორული სულისკვეთება. მის მიერ შექმნილი ნინა ზარეჩნაიას სახე („თოლია“) აღიარებულ იქნა საუკეთესოდ ამ როლის განსახიერების ისტორიაში. ყოველივე ამასთან ერთად, ახასიათებდა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და შემართება. შემოქმედების ბოლო პერიდში დაინტერესდა სიმბოლიზმით და თეატრალური სტილიზაციით. მის თეატრში დაიდგა მ. მეტერლინკის, ფ. სოლოგუბის, ს. პშიბიშევსკის პიესები. რეჟისორად მოწვეულ იქნა ვს. მეიერხოლდი, რომელიც გამოდიოდა პირობითი თეატრის შექმნის მოწოდებით. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის ბოლოს, კომისარჟევსკაიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მეტერლინკის პიესაში „და ბეატრისა“, სადაც შეასრულა ბეატრისას როლი.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები