მეიერხოლდი ვსევოლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვსევოლოდ მეიერხოლდი

ვსევოლოდ მეიერხოლდი − (რუს. Все́волод Мейерхо́льд, 1874-1940), რუსეთში მოღვაწე რეჟისორი და მსახიობი. პირველსავე სამსახიობო ნამუშევრებში გაამჟღავნა სცენური ნახაზის გამოკვეთის უნარი. შემდგომში ამან თავი იჩინა მოდერნიზმისადმი თაყვანისცემაში. მან წამოაყენა პირობით-ესთეტიკური თეატრის პროგრამა, რაც განახორციელა კიდეც მის მიერვე დაარსებულ თეატრში. ეს პროგრამა ეყრდნობოდა თეატრალურ ტრადიციონალიზმს, რაც გულისხმობდა თეატრის არქაული ფორმების აღდგენა-რესტავრაციას. პირველ პლანზე იგი აყენებდა მსახიობის გარეგან ოსტატობას, ხოლო სპექტაკლი უნდა დაქვემდებარებოდა მხატვრულ-პლასტიკური და მუსიკალურ-რიტმულ საწყისს. მას იზიდავდა ტრაგიკული გროტესკის სახიერება, სადაც ფსიქოლოგიზმი ექვემდებარება დეკორატიულ ამოცანებს. მის შეხედულებებზე დიდი ზეგავლენა იქონია სიმბოლისტურმა ესთეტიკამ, რაც შემდგომში მისი თეატრალური ხედვის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იქცა. მან გაიზიარა მოდერნიზმის ძირითადი დოქტრინები, რომელთაგან მისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ფუტურიზმი და კონსტრუქტივიზმი. თავის შეხედულებებს სამსახიობო ტექნიკის შესახებ მან უწოდა „ბიომექანიკა“, რომლის მიხედვით, მსახიობის მხრიდან მოვლენებზე სხეულით რეაგირება, თავისთავად ქმნის სასურველ სცენურ განწყობას. ამავე დროს, ეს რეაგირება საჭიროა იყოს არა სპონტანური, არამედ მხატვრული. მეიერხოლდმა თავისი თეორიით და პრაქტიკით შექმნა გარკვეული ეტაპი მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებაში.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები