კოლექტიური თავდაცვის უფლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოლექტიური თავდაცვის უფლება - საერთაშორისო ურთიერთობებში მართლზომიერი ძალის გამოყენების ერთ-ერთი სახე, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედებით აგრესიის თავიდან ასაცილებლად ურთიერთდახმარების ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე.შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით (გაეროს წესდების 51 მუხლი).