კოვალიოვი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოვალიოვი მიხეილ ანდრეის ძე (1879, თბილისი - გარდაცვალება უცნობია)
კოვალიოვს მიღებული ჰქონდა საშუალო განათლება. შემდეგ ის გახდა რსდმპ-ის წევრი. 1917 წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით შევიდა დამფუძნებელ კრებაში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართელოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აქ განაგრძო ცხოვრება.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი