კოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოდი

კოდი - მთლიან ხეში გამოთლილი დიდი ზომის მარცვლეულისა და ფქვილის შესანახი ჭურჭელი. კოდისთვის საუკეთესო იყო ცაცხვის ხე, რომლის ნამორს ამოხოცავდნენ სატეხებითა და სახვეწებით, გამოუყენებდნენ ფიცრის ძირს, გამოაშრობდნენ კარგად და დადგამდნენ სახლში ან სამეურნეო სათავსში.

ტერმინი კოდი ქართულ-ზანური ფუძე ენის ერთობის ხანას განეკუთვნება, რაც ამ სამეურნეო ჭურჭლის უძველესობაზე მიუთითებს. კოდი სხვადასხვა სიდიდს იყო და ზოგიერთი მათგანი 0,5 ტონა მარცვლეულს იტევდა. პატარა კოდს საწყაო ფუნქციაც ჰქონდა და ხევსურეთში მისი ტევადობა 48 კგ. შეადგენდა. აღმ. საქართველოს მთიანეთში კოდს იყენებდნენ ლუდის დასადუღებლადაც.




ლიტერატურა

მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები