კლინოპტილოლითური ტუფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლინოპტილოლითური ტუფი – საშუალო სიმტკიცის საშენი მასალა, რომელიც შეფერილია თეთრ, ნაცრისფერ, მომწვანო და ვარდისფერ ფერებში. ქანებში მათი შემცველობა ჩვეულებრივ 50-90%-ია. კლინოპტილოლითური ტუფი ძირითადად შედგება მინარევებისაგან, როგორიცაა მონტმორილონიტი, ქლორიტი, სელადონიტი, კვარცი და სხვა.