კირბალის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კირბალის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის დასავლეთით, ორი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6,2 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარესაც. სწორკუთხა აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის განივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით თითქმის ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთის კედლის მიმდებარე და აფსიდის მარტივპროფილიანი პილასტრებზე დაყრდნობილ თაღებს. სახურავი ორფერდაა, ფილაქვის.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები