კინესიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კინესიკა − (ბერძნ. kinema – მოძრაობა), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის არავერბალური კომუნიკაციების ენას, პლასტიკის, მიმიკის და ჟესტის გრაფიკულ გამომსახველობას, მაყურებელზე მათი ზემოქმედების თავისებურებებს. კინესიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პირობით-სიმბოლური გამომსახველობის თეატრში, სხვადასხვა მოდერნისტულ მიმდინარეობებში.