კიმენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიმენიბიბლიურ-კანონიკური ტექსტი განმარტება-კომენტარების გარეშე. ჩვეულებრივ მას ბიბლიური ტექსტის ხელნაწერის გვერდის შუა ნაწილი ეჭირა. ბიზანტიელი იურისტ-კომენტატორები კიმენს ტექსტს უწოდებდნენ და ამით მას საკუთარ კომენტართაგან მიჯნავდნენ, ტერმინს აქვს მეორე მნიშვნელობაც. ამ მნიშვნელობას ცხადყოფს ეფრემ მცირე, რომელიც გვაუწყებს: როცა სვიმეონ ლოგოთეტმა წმიდათა ცხოვრების გადაკეთება დაიწყო, „წინა დაიდვა ძველი იგი (წიგნი) მოწამეთაჲ, რომელს კიმენი ეწოდების, ესე იგი არს — მდებარე", კიმენის განმარტებას შეიცავს ეფრემ მცირეს შენიშვნა, გაკეთებული ერთ-ერთი ჰაგიოგრაფიული ტექსტის ბოლოს: „კიმენი ეწოდების პირველად ლიტონად აღწერილსა წიგნსა მოწამეთასა“. ამრიგად, კიმენი გამოხატავდა ჰაგიოგრაფიული მწერლობის გარკვეულ ეტაპს, რომელსაც შემდგომ მოჰყვა მეტაფრასული რედაქცია. ფიქრობენ, კიმენური რედაქციის ჰაგიოგრაფიული მასალის თარგმნა ჩვენში დამთავრდა X საუკუნის გასულს ექვთიმე ათონელისა და მისთა თანამედროვეთა მიერ. ცნობილია, რომ ექვთიმე ათონელმა თარგმნა კიმენის რედაქციის 19 ნაწარმოები.


ლიტერატურა

  • კ.კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960;
  • K. Kekelidze, Monumenta Hagiographia Jeorgica t. 1


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები