კვირისტავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვირისტავი - თითისტარის მამოძრავებელი ქვის ან თიხის მრგვალი და შუაში გახვრეტილი საგანი, რომელიც წამოცმულია თითისტარზე. კაცობრიობის ერთი უძველესი გამოგონებათაგანი. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში უამრავი კვირისტავებია აღმოჩენილი, რაც ჩვენში მატყლის დამუშავების ხანგრძლივ კულტურაზე მიუთითებს.