კვებრახო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვებრახო – (ესპ. quiebra-hacha ნაჯახის მტვრევა), სუბტროპიკული ხის სახეობა, რომელიც ხარობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. აქვს მუქი-წითელი ფერის, ძალიან მკვრივი მერქანი. სიმკვრივე – 1150-1350 კგ/მ3. არსებობს მისი ორი ძირითადი სახეობა: წითელი (წითელი კვერბახო და ტირიფისებრი წითელი კვერბახო) და თეთრი. წითელი ჯიშები გავრცელებულია არგენტინის ჩრდილოეთში, ბრაზილიის სამხრეთში, პარაგვაისა და ბოლივიაში. აქვს მაგარი მტკიცე მუქი წითელი ფერის მერქანი ტანინის 30%-იანი შემცველობით., ხოლო თეთრი გავრცელებულია არგენტინასა და ბრაზილიაში, მერქანს აქვს ღია-მოყვითალო ფერი და შედარებით წითელთან, ნაკლები სიმკვრივე (850 კგ/მ3). კვებრახო მიეკუთვნება უძვირფასეს ხის მასალას. გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, სამომხმარებლო ძვირფასი ნივთებისა და დეტალების დასამზადებლად, აგრეთვე ფარმაცევტულ და სამედიცინო მრეწველობაში (ძირითადად ქერქი და ფისი).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები