კევლიანის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კევლიანის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, ხშირი ტყით დაფარულ მაღალ ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციის ადგილებში (კუთხეები, აფსიდის მხრები და ნიშის თაღი) შირიმის სწორკუთხა ქვებია გამოყენებული. ინტერიერში ზოგან (დასავლეთ სარკმლის თაღი, ჩრდილოეთ კედლის ნაწილი კამარის ქუსლამდე) ნახმარია აგურიც. ეკლესია დაზიანებულია: კამარა და აფსიდის სატრიუმფო თაღი მთლიანად ჩანგრეულია, დანგრეულია კონქის უმეტესი ნაწილი და სამხრეთ კედლის ნახევარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე, შეისრულთაღიან შეღრმავებაში სარკმელია (დაზიანებულია) გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთის კედელშია. ამავე კედელში; შესასვლელის გადახურვის დონეზე კარის ნაოთხალის ტოლი შეღრმავებაა. კედლები შელესილი ყოფილა. ფასადზე ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდანი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები