კატარღასაწინააღმდეგო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კატარღასაწინააღმდეგო უზრუნველყოფა - ფლოტის ძალების ხომალდების (ხომალდთა ჯგუფების), ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებები, სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება ხომალდებისა და გემების გადასვლისას ზღვით, ბაზირების პუნქტებსა და საბრძოლო მოქმედებების რაიონებში, ასევე სანაპირო ობიექტების დასაცავად სარაკეტო, სატორპედო და საარტილერიო კატარღების დარტყმებისაგან ან მათ მიერ დაზვერვის წარმოების, ნაღმების დაყენების, დესანტებისა და მზვერავ-დივერსანტთა ჯგუფების გადმოსხმის აღკვეთის მიზნით. ფლოტის ძალების მოქმედებების ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის სახეობა.