კარნავალიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარნავალიზაცია – პოეტიკის ტერმინი, რომელიც ასევე გამოიყენება ესთეტიკასა და კულტუროლოგიაში; შემოტანილია მ. ბახტინის მიერ ევროპული (უმთავრესად, შუა საუკუნეების და რენესანსის) საკარნავალო ფოლკლორის ტრადიციების მოსანიშნად და იმ ზეგავლენის გამოსავლენად, რაც მოჰყვა ევროპულ კულტურაში ლიტერატურისა და ხელოვნების „კარნავალიზაციას“.