კაჟბადორგანული ჰერმეტიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაჟბადორგანული ჰერმეტიკი (ვიკსინტი, ელასტოსილი) − სილიკონური ჰერმეტიკი, დამზადებული კაჟბადის საფუძველზე. აქვს დიელექტრიკის თვისებები. გამოიყენება: ბეტონის, ლითონის, სილიკატური მინის, კერამიკის ზედაპირების, მოქლონური, ჭანჭიკოვანი, შედუღებითი შეერთებების, ელექტროხელსაწყოების ნაწილების ჰერმეტიზაციისათვის. გამოირჩევა წყალ-, დარტყმა-, თბო- და ატმოსფერომედეგობით. უძლებს 250ºС ტემპერატურას.