კაპოკომიკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაპოკომიკო – (იტალ. capocomico, capo - უფროსი და comico - მსაახიობი), ჯგუფის ხელმძღვანელი იტალიურ თეატრში. კაპოკომიკო ადგენს მსახიობთა დასს და ასრულებს ანტრეპრენიორისა და რეჟისორის ფუნქციებს. კაპოკომიკოს მოვალეობას უმეტესად ასრულებენ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები.