კანონი სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ კანონი - სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ კანონი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 17 სექტემბერს მიიღო. კანონით მოწესრიგდა სავაჭრო ურთიერთობები, დადგინდა გასაყიდ საქონელზე ფასის დადების ზოგადი წესები, აიკრძალა საქონელზე გადაჭარბებული ფასების დადება, ასევე განისაზღვრა სავაჭრო ოპერაციისთვის სპეციალური ნებართვის გაცემის წესები. კანონის თანახმად, მოვაჭრე ვალდებული იყო, თვალსაჩინო ადგილას გამოეკრა გასაყიდი საქონლის ფასი. სპეკულაცია იყო დანაშაული და მისთვის გარკვეული სასჯელები იქნა შემოღებული. კანონით გათვალისიწნებულ საკითხებზე დავის შემთხვევაში საქმეს განიხილავდა სასამართლო. სასამართლოს უნდა დაედგინა, გადაჭარბებულ ფასებში გაიყიდა თუ არა საქონელი. სასამართლოს შეეძლო სპეკულაციაში გამტყუნებული პირისათვის დამატებით (კატორღასთან ან ჯარიმასთან ერთად) ვაჭრობის უფლება აეკრძალა ან შეეზღუდა. დანაშაული იყო პირის ისეთი ქმედება, რომელიც განზრახ ხელს შეუწყობდა სპეკულაციური დანაშაულის დაფარვას. მკაცრად ისჯებოდა ასევე მოხელე, თუ ის სათანადო ზომებს არ მიიღებდა სპეკულიანტთა წინააღმდეგ.

1920 და 1921 წლებში ამნისტიები არ შეეხო იმ დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომლებმაც სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ კანონით გათვალისიწნებული სამართალდარვევა ჩაიდინეს.

ბექა ქანთარია



ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები