კაკბის საკენკელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაკბის საკენკელა

კაკბის საკენკელა – (Lithospermum purpureocoeruleum = Aegonichon purpureocoeruleum); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). 20-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივია, სწორი, სქლად შეფოთლილი, შებუსული. ფოთლები კიდემთლიანია, ქვედა ფოთლები ხაზურია, დანარჩენები – ლანცეტა, შებუსული. გვირგვინი მოიისფრო-ლურჯია, გაშლისას – მოწითალო. ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობისა და მთისწინეთების მცენარეა. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.

იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ველობებზე, ხშირად სარეველაა, განსაკუთრებით მიჯნებზე. ხალხურ მედიცინაში მცენარის მიწისზედა ნაწილი გამოიყენება გაციების, თავისა და კუჭის ტკივილების, შარდკენჭიოვანი დაავადებების, და ყაბზობის დროს. ზოგჯერ მას იყენებდნენ გართულებული მშობიარობისა და შეტევების დროს. თესლებს შარდის ბუშტის კენჭოვანი და ვენერიული დაავადებებისას ხმარობდნენ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები