კავშირგაბმულობის საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირგაბმულობის საშუალებები - ჯარების (ძალების) მართვის სისტემებში ცნობების გადაცემისა და მიღების საშუალებები. განასხვავებენ ელექტრონულ, მოძრავ და სასიგნალო-კოდურ კავშირგაბმულობის საშუალებეს.

ელექტრონული კავშირგაბმულობის საშუალებები იყოფა არხწარმომქმნელ (რადიოკავშირი, თანამგზავრული, რადიოსარელეო, ტროპოსფერული, სადენიანი და სხვა), საკომუტაციო, ხაზის ბოლოში არსებული (სატელეფონო, სატელეგრაფო და ფაქსიმილური აპარატები, ტრანსმიტერები, პერფორატორები, დისპლეები და სხვა) და სპეციალურ (ცნობების გასაიდუმლოების აპარატურა) კავშირგაბმულობის საშუალებებად.

მოძრავი კავშირგაბმულობის საშუალებები, (ფელდიეგერულ-საფოსტო კავშირგაბმულობის საშუალებები), უზრუნველყოფენ ყველა სახეობის საფოსტო გზავნილის (სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის) ფელდიეგერების (ფელდიეგერი – მთავრობის ან სამხედრო უწყების საიდუმლო შიკრიკი) მიერ დანიშნულებისამებრ მიტანას, ხოლო სასიგნალო-კოდური კავშირგაბმულობის საშუალებები, წინასწარ მომზადებული აკუსტიკური, ვიზუალური ან რადიოტექნიკური სიგნალების სახით ცნობების გადაცემას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები