კაბალევსკი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაბალევსკი დიმიტრი ბორისის ძე - (7. XII. 1904, პეტერბურგი, – 14. II. 1987, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. სსრკ პედ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი, „მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო საზოგადოების“ საპატიო პრეზიდენტი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. მიასკოვსკის საკომპოზიციო (1929) და ა. გოლდენვეიზერის საფორტეპიანო (1930) კლასები). 1940-46 იყო ჟურნალ „სოვეტსკაია მუსიკას“ მთავარი რედაქტორი. მას შექმნილი აქვს ოპერები: „ტარასის ოჯახი“, „კოლა ბრიუნიონი“, „ცეცხლში“, „დები“; 4 სიმფონია, კონცერტები ორკესტრთან ერთად – 3 საფორტეპიანო, 1 ვიოლინოსათვის და 2 ჩელოსათვის; კანტატები, „რეკვიემი“ და სხვ.

კაბალევსკი იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (1932-80), პროფესორი (1939). მრავალი პრემიის, მათ შორის, ლენინურის (1972) ლაურეატი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები