იშხანიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იშხანიკი – ჰერეთის მეფე (დაახ. X საუკ. 30-50-იან წლებში) ადარნასე პატრიკის ძე. დედის – გუარამ ქართველთა ერისთავთ-ერისთავის დის დინარა დედოფლის დახმარებით ჩაატარა რელიგიური რეფორმა. ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა, აღიარა მართლმადიდებლობა და ეკლესიურად დაექვემდებარა მცხეთის საკათალიკოსო ტახტს. ეს ფაქტიურად ნიშნავდა სომხური პოლიტიკური ორიენტაციის ქართულით შეცვლად.

საგარეო პოლიტიკაში იშხანიკი ცდილობდა ადრე დაკარგული ჰერეთის მიწების ხელახლა შემომტკიცებას. მან ისარგებლა საჯთა მეორე შემოსევის (X საუკ. 30-იან წლებში) შემდეგ კახეთის სამთავროს დასუსტებით და დაიბრუნა კახეთის ქორეპისკოპოსის კვირიკე I -სა და აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-ის მიერ ადარნასე პატრიკისათვის წართმეული ციხე-სიმაგრეები.


წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები