ისლანდია
ისლანდია (Island – ისლანდიის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იმავე დასახელების კუნძულზე.
ფართობი – 103 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 306,6 ათ. კაცი (2012), აქედან 99% ისლანდიელია.
ოფიციალური ენა – ისლანდიური.
დედაქალაქი – ქ. რეიკიავიკი.
ადმინისტრაციულად იყოფა 23 ოლქად.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს პრეზიდენტს და ალთინგს (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას.
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1944 წლის 17 ივნისიდან. არის ნატოს წევრი. ეკონომიკის საფუძველია თევზის რეწვა.
მთავარი საზღვაო პორტია რეიკიავიკი.
საერთაშორისო აეროპორტები: რეიკიავიკი, კებლავიკი.
ისლანდიას არ ჰყავს რეგულარული შეიარაღებული ძალები. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უზრუნველყოფს ისლანდიის თავდაცვის ძალები, რომლებსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის სამხედრო უწყება, რომლის შტაბი არის კებლავიკში.