ირქის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირქის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქ. ვალეს დასავლეთით, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, შემაღლებულ ადგილას. ეკლესია ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. ტაძარი დარბაზულია (8.3×5.67მ) ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია რუხი ფერის კარგად დამუშავებული ქვით. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ვიწრო, თაღოვანი სარკმელია.

ერთი მოსაზრების მიხედვით, სოფლის ეკლესიის კედელში ირმის რქა ყოფილა ჩატანებული, ხოლო მეორე მოსაზრებით აქ ხარობდა ვაზი რქაწითელი.




წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები