ირიბი საბრძოლო წყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირიბი საბრძოლო წყობა - ჯარების სახაზო საბრძოლო წყობის ნაირსახეობა. ჯარებს განალაგებდნენ საფეხურებად, ხოლო ერთ-ერთ ფლანგს აძლიერებდნენ დამატებითი ხაზით, მისთვის მეტი დამრტყმელი ძალის მისანიჭებლად.
შეტევა ხორციელდებოდა მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობისადმი კუთხით, იმ მიზნით, რომ მიეყენებინათ დარტყმა მისი ფლანგისთვის. პირველად გამოიყენა პრუსიის მეფემ ფრიდრიხ II-მ 1756-63 წლებში შვიდწლიანი ომის დროს.